1. პროექტის სახელწოდება:
“გამქრალი სიყვარული”
2. პროექტის მთავარი იდეა:
როგორ გააქრო დრომ სიყვარული.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლე
გააანალიზებს რომ უსიყვარულოდ ცხოვრება ტანჯვაა.
4. პროექტის მიზანი:მოსწავლეები,კლდიაშვილის პერსონაჟთა ცხოვრებაზე დაკვირვებით,შეძლებენ გაიაზრონ რომ ცხოვრება უსიყვარულოდ შეუძლებელია.
5. მოსწავლეთა ასაკი: 13
წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა:
2 თვე
7. მოსალოდნელი შედეგი, პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას: ღონისძიება, სპექტაკლი დავით კლდიაშვილი “დარისპანის გასაჭირი”.
8. პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები: მაგიდა, სკამები, სურათები,ოთახის დიზაინი,თიატრალური კოსტიუმები.
9. პროექტის მსვლელობა:
l
გამოკითხვა: გავიზიარებ ბავშვების მოსაზრებებს. ყურადღებას
შევაჩერებ ერთ-ერთ მოსაზრებაზე.
l
დავყოფ ჯგუფებად: I
ჯგუფს ვთხოვ შეარჩიონ პერსონაჟთა როლის შემსრულებლები. II ჯგუფი იზრუნებს ჩაცმულობასა და
ინვენტარზე. III ჯგუფი იმუშავებს სცენარზე.
შიგადაშიგ ვაკვირდები მათ მუშაობას, ვაძლევ რჩევებს. ვეხმარები მათ.
გარკვეული დროის შემდეგ ბავშვები წარმოადგენენ ნაშრომებს. ვაკეთებ შეფასება.
10. საგნებთან/ საგნობრივ
ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები შეძლებენ, ცხოვრებისეულ
და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბონ საკუთარი შეხედულება კონკრეტულ
პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით.მოსწავლეები ერთმანეთს უკავშირებენ ლიტერატურულ ნაწარმოებს თეატრალურ ხელოვნებას, მუსიკას
11. პროექტის ხელმძღვანელი:
მასწავლებელი ნესტან თევზაძე
13. პროექტის ვებგვერდის ბლოგიtevzadze777.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий